| geo | eng | ||||
![]() |
||||
|
|
||
|
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1995 წელს. ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი სფერო არჩევნების მონიტორინგია. "სამართლიანი არჩევნები" მიზნად ისახავს არჩევნების გამჭვირვალობის, საარჩევნო პროცედურების ეფექტურად განხორციელების უზრუნვეყოფასა და არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებას. 18 მაისი, 2012 წ. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" დღეს, 2012 წლის 18 მაისს ახორციელებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს. 18 მაისი, 2012 წ. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2012 წლის 18 მაისიდან 14 ივნისამდე 30 დამკვირვებლის მეშვეობით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერთიფიცირების მონიტორინგს განახორციელებს, რომელიც ელექტრონული ტესტირების მეთოდით პირველად ხორციელდება. 16 მაისი, 2012 წ. 17 მაისს, ხუთშაბათს, 12 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კამპანიის "ეს შენ გეხება" - ორგანიზატორი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეხვდებიან და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს გააცნობენ. 16 მაისი, 2012 წ. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით მართავს მრგვალ მაგიდას: "ეს შენ გეხება" კამპანიის ფარგლებში მომზადებული საკანონკდებლო ინიციატივების და წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგების გაცნობის მიზნით. 15 მაისი, 2012 წ. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", კოალიცია "თავისუფალი არჩევანისთვის" და "მრავალეროვანი საქართველო" ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას საქველმოქმედო ფონდ "ქომაგის" დაფუძნებასთან დაკავშირებით. 05 მაისი, 2012 წ. "ეს შენ გეხება"-ს მონაწილე 35-მა ორგანიზაციამ პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შესთავაზა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ხელს უწყობს მოქალაქეთა ინფორმირებულობას და მათი ჩართულობის გაზრდას საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. "სამართლიანი არჩევნების" ორგანიზებით, ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვისა (NED) დასაერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება საჯარო შეხვედრები, სადაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები საზოგადოებას აცნობენ მათი საქმიანობისა და კონსტიტუციაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. იხილეთ ჩატარებული საჯარო შეხვედრები: » დიალოგისა და უნარჩვევების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის |
დოკუმენტური ფილმი
![]() ![]()
|
|||||
| თავფურცელი | ჩვენს შესახებ | დაგვიკავშირდით | ძველი ვებსაიტი | საიტის რუკა | © 1995-2012 "სამართლიანი არჩევნები" |