მიმდინარე

საქართველოს მოქალაქეების ინფორმაციული სანდოობის დაცვა სოციალურ ქსელებში მიმდინარე გავლენის ოპერაციებისგან

დონორინიდერლანდების საელჩო საქართველოში

ხანგრძლივობა: 1 მაისი, 2023 – 31 ოქტომბერი, 2024

ბიუჯეტი: 180 000 ლარი

პროექტის მიზანი: საქართველოს მდგრადობის გაზრდა დეზინფორმაციისა და მადისკრედიტირებელი კამპანიების წინააღმდეგ სოციალურ მედიაში, საქართველოს ევროინტეგრაციისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

  • სოციალურ მედიაში წარმოებული დეზინფორმაციის, დისკრედიტაციული და ანტი-დასავლური კამპანიების გამოვლენა და გასაჯაროება, კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის შესასრულებელი რეკომენდაციებისა და არჩევნების კონტექსტში;
  • მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშებისა და მიმოხილვების მომზადება;
  • მონიტორინგის შედეგებისა და რეკომენდაციების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონული ოფისების გამოყენებით;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სოციალურ მედიაში მიმდინარე დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი კამპანიების შესახებ და ან გზით მათი მედეგობის გაზრდა.