მიმდინარე

სოციალური მედიის მონიტორინგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში

დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“

ხანგრძლივობა: 1 იანვარი, 2020 - 30 ივნისი, 2020

ბიუჯეტი: 28,846 აშშ დოლარი

პროექტის მიზნები:

  • არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიიის გამოყენების ანალიზი რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სოციალურ მედიაში წარმოებული დეზინფორმაციის, დისკრედიტაციული და დამაპირისპირებელი კამპანიების შესახებ;

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები:

  • არჩევნების კონტექსტში Facebook-ის გამოყენების მონიტორინგი და ანალიზი;
  • ინტერაქტიული ვებგვერდის შექმნა მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი დეზინფორმაციის, დისკრედიტაციული და დამაპირისპირებელი გვერდების შესახებ;
  • საჯარო დისკუსიები არჩევნებში სოციალური მედიის გამოყენების შესახებ რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი აქტივისტების მონაწილეობით;
  • ტრენინგები სამართლიანი არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის მეთოდოლოგიის შესახებ ორგანიზაციის რეგიონული და რაიონული წარმომადგენლებისთვის.