ვაკანსიები

მიღება საზაფხულო ბანაკში „ინფორმაციის სანდოობა დემოკრატიული არჩევნებისთვის“

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს მიღებას სამდღიან საზაფხულო ბანაკში - „ინფორმაციის სანდოობა დემოკრატიული არჩევნებისთვის“. 

ბანაკი მიზნად ისახავს სოციალურ მედიაში მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანიებისა და საფრთხისშემცველი საინფორმაციო ოპერაციების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.

ბანაკის თარიღი: 24 - 26 მაისი, 2024 

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი 

ბანაკი უფასოა და მასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად უზრუნველყოფილია ორგანიზაციის მიერ (კვება, ტრანსპორტირება, განთავსება). 

ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდული ორგანიზაციების/ჯგუფების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. ბანაკის ფარგლებში შეირჩევა 30 მონაწილე. მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს 18-დან 25 წლამდე. 

საზაფხულო ბანაკი დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერილი- zivik Funding Programme of the ifa Institut für Auslandsbeziehungen-ის მიერ.

დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.