ვაკანსიები

მონაცემთა ანალიტიკოსი

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) ეძებს მონაცემთა ანალიტიკოსს სოციალური მედიის მონიტორინგის გუნდში სამუშაოდ.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, სოციალური მედიის პლატფორმების მონაცემთა შეგროვება და დამუშავება;
  • მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მნიშვნელოვანი მიგნებებისა და დასკვნების გაკეთება;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია და დიზაინერთან თანამშრომლობა.


საჭირო უნარები:

  • მონაცემთა ანალიზის ხელსაწყოებისა და პროგრამირების ენების ცოდნა, როგორიცაა Python, R, SQL ან მსგავსი;
  • მონაცემთა ვიზუალიზაციის ხელსაწყოების ცოდნა;
  • მონაცემთა მართვის საფუძვლებისა და მონაცემთა შენახვის პრინციპების ცოდნა;
  • სტატისტიკის ცოდნა საბაზისო დონეზე;
  • სოციალური მედიის პლატფორმების, მათი API-ების და მონიტორინგის ინსტრუმენტების ცოდნა სასურველია;სასურველია
  • სოციალური მედიის ტენდენციების ცოდნა;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე მკაფიო და ლაკონიური წერის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი 2024 წლის 04 ივლისამდე მეილზე: hr@isfed.ge . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ორგანიზაციის შესახებ:

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს.

ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:

  • საარჩევნო პროცესების გაუმჯობესება, არჩევნებზე დაკვირვების, სიღრმისეული კვლევების, საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებისა და ამომრჩეველთა განათლების გზით;
  • მოქალაქეთა უფლებების დაცვა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა იურიდიული დახმარების პროგრამის მეშვეობით;
  • დეზინფორმაციისა და საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა;
  • ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა.