ვაკანსიები

სოციალური მედიის მონიტორი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მონიტორის მიმართულებით.

პოზიციის რაოდენობა: 3 (1 სომხურენოვანი, 1 აზერბაიჯანულენოვანი, 1 ქართულენოვანი)

ფუნქციები და მოვალეობები:

სოციალური მედიის მონიტორები მეთოდურად დააკვირდებიან სოციალურ ქსელებში მიმდინარე საინფორმაციო ველს, მათ შორის იმუშავებენ დეზინფორმაციის, მისინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართულებით გავრცელებული ნარატივების აღმოჩენაზე. მონიტორები ყოველდღიურ რეჟიმში პროგრამის მეშვეობით მოახდენენ კონტენტის შეგროვებას, კონტენტ-ანალიზს და დაარქივებას. ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებენ მკვლევრებთან და პროექტის სხვა თანამშრომლებთან ერთად, რათა განიხილონ სოც. მედიის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ტენდენციები და საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ საქმიანობის ადაპტირება.

ფუნქციებში შედის:

  • სპეციალური პროგრამების მეშვეობით სოციალურ ქსელებში კამპანიური აქტივობის ყოველდღიური მონიტორინგი;სოციალური მედიის კონტენტის ანალიზი, გზავნილების, საძიებო სიტყვების და სხვა პარამეტრების მიხედვით;
  • მიღებული ინფორმაციის მონიშვნა, დახარისხება და დაარქივება;
  • მონიტორინგის შედეგების ანალიზში მონაწილეობა;
  • კამპანიის პერიოდში სოციალურ მედიაში ცვალებად ტენდენციებზე პროაქტიული დაკვირვება, ანალიზი და განხილვა;
  • სხვა რელევანტური საქმიანობის განხორციელება.

 

კვალიფიკაცია და სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური/საარჩევნო პროცესებისადმი ინტერესი;
  • ინტერნეტ და სოციალური მედიის პლატფორმების (განსაკუთრებით, Facebook-ის და მისი პროდუქტების) ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია მედია მონიტორინგის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ჯგუფური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა/ენერგიულობა.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ:

  • რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი);

 

საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@isfed.ge, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ივლისი.

არასრული განაცხადები არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

ორგანიზაციის შესახებ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია: არჩევნების მონიტორინგი და საარჩევნო პროცესების სანდოობის ხელშეწყობა; დემოკრატიული რეფორმებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა; ადგილობრივი თვითმმართველობების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა; დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობას განურჩევლად კანდიდატის ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისა.