ანგარიშები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის III შუალედური ანგარიში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივნისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში მოიცავს 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.