ანგარიშები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის მორიგი არჩევნები გაიმართება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით 1 ივნისიდან დაიწყო. მონიტორინგი მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე, ასევე არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდზე დაკვირვებას.

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის დაწყებასთან ერთად, „სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასებას.

 

 

დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას დაშესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ მთავრობის ან ევროკავშირის შეხედულებებს.