ანგარიშები

საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში (2016-2019)

საარჩევნო ადმინისტრაციის ფინანსური მონიტორინგის მიზნით ,,სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა 2016-2019 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლების შრომითი ანაზღაურების წესი (ხელფასი, დანამატი და პრემია/ფულადი ჯილდო) და არსებული პრაქტიკა. ანგარიშის მიზანია გააანალიზოს, რა პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა საარჩევნო ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურების გაცემის წესთან დაკავშირებით და რა გამოწვევების წინაშე დგას ამ მიმართულებით დაწესებულება.

კვლევა მომზადებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა და საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზის შედეგად.