Reports

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2012 წლის 1 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 1 აპრილამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. "სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის 9, დარბევის 1, ბიზნესმენებზე/კერძო მესაკუთრეებზე პოლიტიკური მიზნით ზეწოლის 6, ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლის 3 შემთხვევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილი ცალკეული ფაქტები, ორგანიზაციის მმოსაზრებით, შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. წინამდებარე ანგარიშში საუბარია, ასევე, საყურადღებო ტენდენციებზე, რომლებიც გამოიკვეთა საანგარიშო პერიოდში და და შესაძლოა უკავშირდებოდეს ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებს. "სამართლიანი არჩევნები" მიესალმება 2012 წლის 18 მაისს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისო კომისიის შექმნას და იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დარჩება შესაბამისი უწყებების სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე.

http://www.electionsportal.ge/uploads/news/2012_Parliamentary_Elections_Pre-election_monitoring_findings_First_Interim_Reprot_GEO.pdf