Completed

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების მიერ

პროექტის მიზანი

წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამა და პარტნიორი ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ციხის საერთაშორისო რეფორმა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კავშირი „საფარი“, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი  მონიტორინგს უწევენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების, ასოცირების დღის წესრიგის და ასოცირების დღისწესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას. პროექტის მიზანია ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა.   

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები

პროექტის ფარგლებში ხდება პოლიტიკის დოკუმენტებისა და მონიტორინგის ერთი წლის ანგარიშის შემუშავება, რომელიც მოიცავს შემდეგ ცხრა სფეროს: მართლმსაჯულება, საარჩევნო გარემო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადმინისტრაციული რეფორმა, წამება და არასათანადო მოპყრობა, პროფესიული კავშირთა უფლებები და ძირითადი შრომის სტანდარტები, თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, მედიის თავისუფლება და ენერგოუსაფრთხოება. 

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აფასებენ იმ რეფორმების განხორციელების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს, რომელიც დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით;  იმუშავებენ და ქვეყნის ხელისუფლებას, ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებს, წარუდგენენ რეკომენდაციებს. პროექტის მიმდინარეობისას მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს ევროპის პარლამენტთან, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურთან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლებთან.  

პროექტის გუნდი ასევე ჩაერთვება ასოცირების დღისწესრიგის განახლებისა და ასოცირების დღისწესრიგის განხორციელების 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.