Completed

მედია მონიტორინგის ხელშეწყობა საქართველოში

პროექტის ხანგრძლივობა:30 მაისი, 2011 – 31 დეკემბერი, 2011
  • სამოქალაქო ორგანიზაციის მიერ მედიაზე მეთვალყურეობის ფუნქციის გაზრდა და ამისათვის მედია მონიტორინგის გამოცდილების შეძენა;
  • ნაციონალური და თბილისის მასშტაბით მაუწყებელი ტელეკომპანიების მიერ საარჩევნო თემის გაშუქების რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი;
  • საარჩევნო თემის გაშუქების დროს გამოვლენილი ტენდენციების შეფასება;
  • მონიტორინგის შედეგების მედიისა და საზოგადოებისთვის გაცნობა;


პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში \"სამართლიანმა არჩევნებმა\" :
  • განახორციელა 6 ქართული ტელეარხის 18:00-00:00 დროის მონაკვეთში საინფორმაციო გამოშვებებსა და თოქ-შოუებში საარჩევნო თემის გაშუქების რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი მსოფლიოში წამყვანი მედია მონიტორინგის ორგანიზაციების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით. (საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხები, \"მაესტრო\", \"კავკასია\", \"რუსთავი 2\" და \"იმედი\"). მონიტორინგი განხორციელდა 3 ეტაპად.
  • მოამზადა ორი შუალედური და ერთი ფინალური ანგარიში, სადაც აისახა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მთავარი მიგნებები. საბოლოო ანგარიში პროექტში მონაწილე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებთან ერთად წიგნად გამოიცა.
  • მონიტორინგის შედეგები წარუდგინა ფართო საზოგადოებას 25 აპრილს გამართულ საჯარო შეხვედრაზე.

შედეგების კიდევ ერთი დეტალური განხილვა დაგეგმილია 4 ივნისს \"საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის\" ტელეეთერში.