ამომრჩეველთა სიების გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიისა და ადილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა - ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა
ხანგრძლივობა: 1 მაისი, 2012 - 30 ოქტომბერი, 2012
პროექტის მიზანი და საქმიანობები: წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ტრენინგების ჩატარებას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთათვის საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესების შესახებ.
პროექტის მიზნებია:
ა) უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) ხელი შეუწყოს თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ამომრევლის მოსყიდვის შემთხვევების პრევენციით;
გ) წაახალისოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობა თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის კამპანიაში.
ამ მიზნით, \"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება\" განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

- ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთათვის ტრენინგის თემატიკის საფუძველზე შესაბამისი სახელმძღვანელოს შემუშავება;
- კამპანიის მასალების დაბეჭდვა;
- რიგი ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირთა მონაწილეობით წინა-საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ადგილობრივი საჯარო მოხელეებისათვის დაწესებ რეგულაციების შესახებ საინფორმაციო ვიდეო რგოლის მომზადება;
- პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით ორგანიზაციის რაიონული წარმომადგენლებისათვის საკოორდინაციო შეხვედრების მოწყობა;
- ტრენერთა ტრენინგის ჩატარება და ტრენერთა შერჩევა;
- ქვეყნის 73 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობების 1200-ზე მეტი წარმომადგენლისათვის ტრენინგების ჩატარება.