Completed

დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით

პროექტის ხანგრძლივობა: 1 ნოემბერი, 2008 - 30 სექტემბერი, 2009

პროექტის ბიუჯეტი: 1 148 920 ევრო

განხორციელებული საქმიანობები: პროექტი ერთობლივად განხორციელდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადეობისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ. აღნიშნული პროექტი არის ერთიანი დიდი პროექტის მესამე ფაზა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაიებმა განახორციელეს შემდგომი საქმიანობები:
  • საქართველოს მაშტაბით 60 თემში შეირჩა საზოგადოების აქტიური წევრები, რომლებსაც განმახორციელებელი ორგანიზაციების ტრენერებმა ჩაუტარეს ტრენინგების სერია ადვოკატირებასთან დაკავშირებით. ტრენინგების მონაწილეებმა მიიღეს ღრმა თეორიული და პრაქტიკულ ცოდნა, როგორც საადვოკაციო საქმიანონების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ, ასევე საჯარო შეხვედრების ორგანიზების კუთხით. ძირითადი ყურადღება გამახვილდა თემებში არსებული პრობლემების გამოვლენაზე, მათ ანალიზსა და გადაჭრის გზების ძიებაზე;
  • საადვოკაციო ტრენინგების ორგანიზების შემდეგ, განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს 60 საჯარო შეხვედა საქართველოს მასშტაბით, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს თემის აქტიურმა წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა. საჯარო შეხვედრებზე დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა თემებში არსებულ პრობლემებზე და დაისახა მათი შესაძლო გადაჭრის გზები;
  • პროექტის დასრულების შემდეგ, 2009 წლის 6 ოქტომბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ და საია-მ ორგანიზება გაუკეთეს საბოლოო კონფერენციას, რომელსაც დაესწრო პროექტში მონაწილე საზოგადოების დიდი ნაწილი: ცენტრალური ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო შეხვედრების აქტიური მოქალაქეები და განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლები. კონფერენციაზე განხილული იქნა განხორციელებული პროექტი, მისი შედეგები და დაისახა შემდგომი თანამშრომლობის გზები.