Completed

დიალოგისა და უნარჩვევების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის

პროექტის ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი, 2009 – 1 დეკემბერი, 2010 ( 14 თვე)

პროექტის მიზნები:
  • ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის წარმოება საზოგადოებისათვის, ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით, ზოგადად არჩევნებთან და საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობის შენარჩუნება საარჩევნო პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო წესების უპრო მეტად დაფასებას, შედეგად კი გაზრდის სამოქალაქო ქცევის პასუხისმგებლობას.

პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში \"სამართლიანი არჩევნები\" გეგმავს:
  • რესურს ცენტრების გახსნას რეგიონებში (2 რესურს ცენტრი განთავსდება ეთნიკური უმცირესობებით, სომხებითა და აზერბაიჯანლებით, დასახლებულ რეგიონებში), სადაც გაიმართება რეგულარული შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობის ჩართულობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით;
  • ახალგაზრდული ჯგუფების შექმნას (ახალგაზრდები სამართლიანი არჩევნებისთვის) - თითოეულ რესურს ცენტრში წარმოდგენილი იქნება 15-20 ახალგაზრდა, რომლებიც ხელს შეუწყობენენ როგორც თავიანთი თანატოლების, ასევე თემის სხვა წევრების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ჩართულობას საარჩევნო პროცესებში. ახალგაზრდები ასევე ჩართულები იქნებიან პროექტით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობებში, როგორებიცაა: ავტო-ტურები, საჯარო სტენდები, საჯარო შეხვედრები, საინფორმაციო ლიფლეტებისა და ბროშურების გავრცელება;
  • ავტო-ტურების ორგანიზებას, რომლებიც გაიმართება ღია ცის ქვეშ და რომლებსაც დაესწრებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ავტო-ტურები იქნება ინტერაქტიული ხასიათის, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, არჩევნების დღის პროცედურების, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და არჩევნებში მონაწილების მნიშვნელობაზე. ავტო-ტურების მონაწილეები გაავრცელებენ სპეციალურად დამზადებულ ლიფლეტებსა და ბროშურებს;
  • საჯარო სტენდების ორგანიზებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია მოსახლეობას მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, არჩევნების დღის პროცედურების, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, არჩევნებში მონაწილებისა და ამომრჩეველთა სიების შესახებ;
  • რეგულარული ტელე და რადიო თოკ-შოუების გამართვას რეგიონალურ მაუწყებლობებში, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ „სამართლიანი არჩევნების“ ცენტრალური და რეგიონალური ოფისების წარმომადგენლები, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნების დღის პროცედურები, არჩევნებში მონაწილების მნიშვნელობა, ამომრჩეველთა სიები. საზოგადოებას მიეცემა საშუალება სატელეფონო ზარის მეშვეობით პიდაპირ ეთერში მიიღონ პასუხი ნებისმიერ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული მედია კამპანიის ორგანიზებას. მედია კამპანია მოიცავს შემდეგ აქტივობებს: ა) სპეციალური ფილმის შექმნა არჩევნებსა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვენელობაზე. ფილმის ჩვენება მოხდება კინოთეატრებსა და ადგილობრივ ტელევიზიებში. ბ) ადგილობრივ ბეჭდვით მედიაში სპეციალური ჩანართების გაკეთება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირები.