Completed

საარჩევნო ინფორმაციული ვებგვერდის შექმნა

პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი 2009 - ივნისი 2010.

პროექტის მიზნები:
  • ხელი შეუწყოს 2010 ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ამომრჩევლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმირებას საარჩევნო პროცესების შესახებ;
  • ორენოვანი (ქართული, ინგლისური) ვებ-პორტალის შექმნას, სადაც განთავსდება ყველა ტიპის არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია კერძოდ: ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ, ადმინისტრაციის დაკომპლექტება, წევრები, ადგილმდებარეობები და საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე, „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის ინფორმაცია.

პროექტის აღწერა:

პროექტის მიზნისა და ამოცანების მიღწევის მიზნით \"სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება\" გეგმავს შემდგომი საქმიანობების განხორციელებას:
  • \"სამართლიანი არჩევნების\" ცენტრალური და რეგიონალური ოფისების და რაიონული კოორდინატორების მიერ მოხდება ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი შემდგომი საკითხების შესახებ:
  • - 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები;
    - 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო პროგრამები;
    - 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის გახსნილი საარჩევნო ოლქები და უბნები;
    - 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის გახსნილი საარჩევნო ოლქების და უბნების საარჩევნო ადმინისტრაცია (შემადგენლობა);
    - 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების სადამკვირებლო მონიტორინგის შედეგები (წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და პოსტ-საარჩევნო პერიოდი, საჩივრების შესახებ სრული ინფორმირება ოლქებისა და უბნების შესახებ);
    - 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგები (არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები და მაჟორიტარები).
  • მოპოვებული ინფორმაცია განთავსდება ამ მიზნით შექმნილ ვებ-პორტალზე. ვებ-პორტალის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს მაღალკვალიფიციური ექსპერტები და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები;
  • ვებ-გვერდის პოპულარიზაციის მიზნით „სამართლიანი არჩევნები“ განახორციელებს რიგ საქმიანონებს:

  • - პრეს-კონფერენციების ორგანიზება ცენტრალური და რეგიონალური მასმედიის საშუალებიბისთვის;
    - ინფორმაციის გავრცელება მეილინგ-ლისტის მეშვეობით;
    - ინფორმაციის გავრცელება „ სამართლიანი არჩევნების“ ვებ-გვერდის მეშვეობით.

აღსანისნავია, რომ პროექტი გათვლილია გრძელვადიანი გამოყენებისათვის, შესაბამისად პროექტის დასრულების შემდეგ გაგრძელდება ვებ-პორტალის განახლებაზე მუშაობა.