საქართველო: 2008 წლის არჩევნები, ამომრჩეველთა სიების დახვეწა
პროექტის ხანგრძლივობა: 1 თებერვალი - 30 ივნისი, 2008
პროექტის ბიუჯეტი: 148 510 ევრო
განხორციელებული საქმიანობები: პროექტი შედგებოდა სამი ფაზისაგან და განხორციელდა საქართველოს 75 საარჩევნო ოლქში, გარდა კონფლიქტური ზონებისა. პროექტის პირველი ფაზა წარმოადგენდა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას, რომლის ფარგლებში ორგანიზაციამ საზოგადოებას მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული კარ-და-კარ სიების გადამოწმების კამპანიის შესახებ. ასევე, თუ როდის და როგორ შეეძლოთ მათ გადაემოწმებინათ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიებში; პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში „სამართლიანმა არჩევნებმა” განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული კარ-და-კარ ამომრჩეველთა სიების დახვეწის სრული პროცესის მონიტორინგი; პროექტის მესამე ფაზა წარმოადგენდა ამომრჩეველთა სიების სრულყოფილ აუდიტს, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა რეპრეზენტატული რაოდენობის შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამ ფაზის შედეგად ორგანიზაციამ დაადგინა ამომრჩეველთა სიების საერთო ხარისხი საქართველოში.