Completed

Increasing Public Awareness on Legislative Changes

Project Duration: 13 May - 12 August, 2013  

Project Budget: 49 990 Gel

პროექტის მიზნები:

მოცემული პროექტი მიზნად ისახავს:

ა) საზოგადოების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო რეფორმის შესახებ;

ბ) საზოგადოების ინფორმირებას სამი არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ;

გ) საზოგადოების აზრის გაცნობას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ რეკომენდაციებზე და მათი მხარდაჭერის მოპოვებას აღნიშნულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. 

პროექტი
თ გათვალისწინებული საქმიანობები:  

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი საქმიანობების განხორციელებ:

 

  • ჩატარდება 16 მრგვალი მაგიდა, აქედან ორი მრგვალი მაგიდა ჩატარდება თბილისში. მრგვალ მაგიდებს გაუძღვებიან სამი არასამთვარობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ აქტიური მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და სხვა დაინტერესებული მხარეები. თითო მრგვალ მაგიდას დაესწრება 30-50 მონაწილე;
  • სტუდია რესთან ერთად მომზადდება სამი თოქ-შოუ, სადაც განხილული იქნება სამი ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეკომენდაციები, არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები და სხვა. თოქ-შოუს ნაჩვენები იქნება სტუდია რეს პარტნიორი რეგიონალური ტელევიზიების საშულებთ.