2008 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს შუალედური საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი (აღნიშნული პროექტი არის ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაფინან
პროექტის ხანგრძლივობა: 5 ოქტომბერი - 15 დეკემბერი, 2008
პროექტის ბიუჯეტი: 44 ,893 ევრო
განხორციელებული საქმიანობები: მსგავსად წინა პროექტისა, აღნიშნული პროექტი წარმოადგენდა 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მონიტორინგს. პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგისგან და განხორციელდა აჭარის 6 და თბილისის 2 (# 2 ვაკე და # 8 დიდუბე) საარჩევნო ოლქში. პროექტის პირველი ეტაპი წარმოადგენდა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს, რომელიც განხორციელებულ იქნა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ. პროექტის მეორე ეტაპი - არჩევნების დღის მონიტორინგი, განხორციელდა „სამართლიანი არჩევნების“ 340 დამკვირვებლის, 6 მობილური ჯგუფის, 1 აჭარის უმაღლესი საბჭოს დამკვირვებლისა და 2 იურისტთა ჯგუფის მიერ, აჭარის რეგიონის 6 ოლქში; ხოლო # 2 ვაკისა და # 8 დიდუბის საარჩევნო ოლქებში - 60 დამკვირვებლის, 2 მობილური ჯგუფის, 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 1 იურისტთა ჯგუფის მიერ. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით „სამართლიანმა არჩევნებმა“ საზოგადოებას მიაწოდა ობიექტური ინფორმაცია არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ.მესამე ეტაპი - არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი განხორციელდა ორგანიზაციის 12 დამკვირვებლის, 1 აჭარის უმაღლესი საბჭოს დამკვირვებლის მიერ, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში; და 4 დამკვირვებლის, 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის მიერ თბილისის 2 საარჩევნო ოლქში. ამ ეტაპის მეშვეობით ორგანიზაციამ განახორციელა საარჩევნო ოლქებში არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროცესების, კერძოდ, ოლქში შეტანილი საჩივრების განხილვისა და შედეგების მონიტორინგი.