2008 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს შუალედური საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
2008 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს
შუალედური საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი (აღნიშნული პროექტი არის
ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის თანადაფინანსება).
დონორი ორგანიზაცია: ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE)
პროექტის ხანგრძლივობა: 5 ოქტომბერი - 15 დეკემბერი, 2008
პროექტის ბიუჯეტი: 44 ,893 ევრო
განხორციელებული საქმიანობები: მსგავსად წინა პროექტისა, აღნიშნული პროექტი წარმოადგენდა 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მონიტორინგს. პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგისგან და განხორციელდა აჭარის 6 და თბილისის 2 (# 2 ვაკე და # 8 დიდუბე) საარჩევნო ოლქში. პროექტის პირველი ეტაპი წარმოადგენდა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს, რომელიც განხორციელებულ იქნა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ. პროექტის მეორე ეტაპი - არჩევნების დღის მონიტორინგი, განხორციელდა „სამართლიანი არჩევნების“ 340 დამკვირვებლის, 6 მობილური ჯგუფის, 1 აჭარის უმაღლესი საბჭოს დამკვირვებლისა და 2 იურისტთა ჯგუფის მიერ, აჭარის რეგიონის 6 ოლქში; ხოლო # 2 ვაკისა და # 8 დიდუბის საარჩევნო ოლქებში - 60 დამკვირვებლის, 2 მობილური ჯგუფის, 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 1 იურისტთა ჯგუფის მიერ. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით „სამართლიანმა არჩევნებმა“ საზოგადოებას მიაწოდა ობიექტური ინფორმაცია არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ.მესამე ეტაპი - არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი განხორციელდა ორგანიზაციის 12 დამკვირვებლის, 1 აჭარის უმაღლესი საბჭოს დამკვირვებლის მიერ, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში; და 4 დამკვირვებლის, 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის მიერ თბილისის 2 საარჩევნო ოლქში. ამ ეტაპის მეშვეობით ორგანიზაციამ განახორციელა საარჩევნო ოლქებში არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროცესების, კერძოდ, ოლქში შეტანილი საჩივრების განხილვისა და შედეგების მონიტორინგი.