სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ერთ-ერთი ყველაზე ფართო რეგიონული ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაარსდა იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო მონიტორინგი განეხორციელებინა.
წლების განმავლობაში „სამართლიანი არჩევნები" საქართველოში ჩატარებულ 20-ზე მეტ არჩევნებს დააკვირდა და მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა ქვეყანაში საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების, საარჩევნო და პოლიტიკური გარემოს გაკეთილშობილებისთვის.
ორგანიზაცია ოპერირებს 6 რეგიონული ოფისისა და 73 რაიონული წარმომადგენლის მეშვეობით. როგორც წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნები" აერთიანებს 400-მდე წევრს და მისი უმაღლესი მმართველობითი ორგანოა საერთო კრება, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება. საერთო კრება 9 წევრისგან შემდგარ გამგეობას ირჩევს. გამგეობის თითოეული წევრი 3 წლის ვადით აირჩევა. ყოველწლიურად საერთო კრებაზე გამგეობის შემადგენლობის 1/3-ის განახლება ხდება. გამგეობა, თავის მხრივ, აღმასრულებელ დირექტორს ნიშნავს და ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებებისა და ზოგადი საქმიანობის მეთვალყურეოაბას ახდენს.
დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციას განხორციელებული აქვს მონიტორინგი საქართველოში გამართულ ყველა მნიშვნელოვან არჩევნებსა და რეფერენდუმებზე. ამასთან ახორციელებს ხმებისა და აქტივობის პარალელურ დათვლას.
- 05.11.1995 - საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები საქართველოში;
- 15.11.1998 - აფხაზეთიდან გადაადგიელბულ პირთა პლებისციტი;
- 15.11.1998 - ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის არჩევნები;
- 31.10.1999 - საპარლამენტო არჩევნები;
- 09.04.2000 - საპრეზიდენტო არჩევნები;
- 02.06.2002 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;
- 02.11.2003 - საპარლამენტო არჩევნები;
- 04.01.2004 - საპრეზიდენტო არჩევნები;
- 28.03.2004 - ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
- 05.10.2006 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;
- 05.01.2008 - რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები;
- 21.05.2008 - საპარლამენტო არჩევნები;
- 03.11.2008 - აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები;
- 01.10.2012 - საპარლამენტო არჩევნები;
- 27.10.2013 - საპრეზიდენტო არჩევნები;
- 15.06.2014 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;
- 12.07.2014 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტური;
- 08.10.2016 - საპარლამენტო არჩევნები;
- 21.10.2017 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;
- 12.11.2017 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტური;
- 28.10.2018 - საპრეზიდენტო არჩევნები;
- 28.11.2018 - საპრეზიდენტო არჩევნების II ტური;
- 30.10.2020 - საპარლამენტო არჩევნები;
- 02.10.2021 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები;
- 30.10.2021 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტური;
- 02.02.2022 - შუალედური არჩევნები;
- 29.04.2023 - შუალედური/რიგგარეშე არჩევნები;
არჩევნების გარდა ორგანიზაციას განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტები სამოქალაქო განათლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობასთან დაკავშირებით, ესენია:
- სამთავრობო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი;
- ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგი;
- ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი;
- ადგილობრივი ბიუჯეტის გამჭვირვალობის მონიტორინგი;
- საგადასახადო ინსპექციების საქმიანობის გამჭვირვალობის მონიტორინგი;
- სახელმწიფო ავტოინსპექციის, სატრანსპორტო და სარეგისტრაციო განყოფილებების საქმიანობების მონიტორინგი;
- სახელმწიფო საპასპორტო განყოფილებების მუშაობის გამჭვირვალობის კონტროლი;
- წვევამდელთა უფლებების დაცვა;
- უფასო სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;
- სოციალურად დაუცველი ფენების პრობლემების შესწავლა;
- მიწის მესაკუთრეთა დაცვა და მათი ინფორმირება მიწის გადასახადებთან დაკავშირებით;
- 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგი;
- დიალოგისა და უნარჩვევების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის;
- აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების როლი თანამონაწილეობრივი დემოკრატიის გაძლიერებისათვის;
- მედია მონიტორინგის ხელშეწყობა საქართველოში;
- ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერის პროექტი;
- 2012-2013 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი თვითმმართველობის მონიტორინგის პროექტი;
- საზოგადოების ინფორმირება 2013 წლის საარჩევნო რეფორმის შესახებ;
- საკანონმდებლო რეფორმა;
- ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოებში ქალ დეპუტათთა წარმომადგენლობა და გენდერული ბალანსი საქართველოში;