Completed

სახალხო მანიფესტი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი, 2009 - 1 მარტი, 2011 (18 თვე)

პროექტის მიზნები:
  • მოქალაქეთა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების უნარჩვევების გაზრდა, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მონიტორინგისა და კონტროლის კუთხით;
  • ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა ადგილობრივი პრობლემების მოგვარების პროცესში;
  • პოლიტიკური პარტიების/ცალკეული კანდიდატების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების აღმოფხვრის ან სულ მცირე გაუმჯობესების პროცესში.

პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები“ განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
  • ორგანიზებას გაუკეთებს მრგვალ მაგიდებს ფოკუს ჯგუფებისა და ჩართული მხარეების მონაწილეობით, რათა გამოვლენილ იქნას ადგილობრივი პრობლემები. შემდეგ კი ერთობლივად შემუშავდება საუკეთესო გზები, ამ პრობლემების მოსაგვარებლად;
  • განახორციელებს აქტიური მოქალაქეებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ცნობიერებისა და უნარჩვევების ამაღლების კამპანიას;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მათი საქმიანობის მონიტორინგი შემდეგი აქტივობებით: ინფორმაციის თავისუფლების კანონმდბელობის მიხედვით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა; საკრებულოს (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო) სხდომებზე დასწრება და მათი საქმიანობებისა და მიღებული გადაწყვეტილებების მონიტორინგი; საკრებულოს ინფორმირება გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით და ამ პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება;
  • დიალოგის ორგანიზება და შეთანხმების უზრუნველყოფა პოლიტიკურ პარტიებს/ცალკეულ კანდიდატებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის იმასთან დაკავშირებით, რომ მათი არჩევის შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები/ცალკე მდგომი კანდიდატები აიღებენ პასუხისმგებლობას არსებული გამოწვევების მოგვარების მხრივ.