სახალხო მანიფესტი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი, 2009 - 1 მარტი, 2011 (18 თვე)
პროექტის მიზნები:
პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები“ განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
პროექტის მიზნები:
- მოქალაქეთა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების უნარჩვევების გაზრდა, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მონიტორინგისა და კონტროლის კუთხით;
- ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა ადგილობრივი პრობლემების მოგვარების პროცესში;
- პოლიტიკური პარტიების/ცალკეული კანდიდატების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების აღმოფხვრის ან სულ მცირე გაუმჯობესების პროცესში.
პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები“ განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
- ორგანიზებას გაუკეთებს მრგვალ მაგიდებს ფოკუს ჯგუფებისა და ჩართული მხარეების მონაწილეობით, რათა გამოვლენილ იქნას ადგილობრივი პრობლემები. შემდეგ კი ერთობლივად შემუშავდება საუკეთესო გზები, ამ პრობლემების მოსაგვარებლად;
- განახორციელებს აქტიური მოქალაქეებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ცნობიერებისა და უნარჩვევების ამაღლების კამპანიას;
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მათი საქმიანობის მონიტორინგი შემდეგი აქტივობებით: ინფორმაციის თავისუფლების კანონმდბელობის მიხედვით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა; საკრებულოს (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო) სხდომებზე დასწრება და მათი საქმიანობებისა და მიღებული გადაწყვეტილებების მონიტორინგი; საკრებულოს ინფორმირება გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით და ამ პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება;
- დიალოგის ორგანიზება და შეთანხმების უზრუნველყოფა პოლიტიკურ პარტიებს/ცალკეულ კანდიდატებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის იმასთან დაკავშირებით, რომ მათი არჩევის შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები/ცალკე მდგომი კანდიდატები აიღებენ პასუხისმგებლობას არსებული გამოწვევების მოგვარების მხრივ.