ვაკანსიები

ადგილობრივი წარმომადგენელი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს ვაკანსიას  ადგილობრივი წარმომადგენლის პოზიციაზე საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: აბაშა, ტყიბული, ვანი, ჭიათურა, დედოფლისწარო, ნინოწმინდა, ხაშური, მცხეთა.

ძირითადი ფუნქციები:

  • ორგანიზაციის დაგეგმილი საქმიანობების განხორციელება ადგილობრივ დონეზე, პროექტების მიხედვით;
  • საარჩევნო პროცესის მონიტორინგი კონკრეტულ საარჩევნო ოლქში;
  • ორგანიზაციის წარმოდგენა მესამე მხარეებთან კონკრეტულ მუნიციპალიტეტში/ოლქში.

კონკრეტული მოვალეობები:

  • საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოების მონიტორინგი;
  • საარჩევნო ციკლში საარჩევნო სუბიექტების საქმიანობაზე დაკვირვება და მათ მიერ გამართულ კამპანიის ღონისძიებებზე დასწრება; 
  • საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ადგილობრივ დონეზე;
  • რეგიონულ წარმომადგენელთან შეთანხმებით, არჩევნების დღის მოკლევადიანი მისიის ორგანიზება კონკრეტულ საარჩევნო ოლქში; 
  • ორგანიზაციის ტრენინგებში, სემინარებსა და შეხვედრებში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ დონეზე დაინტერესებული მხარეებისთვის ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პროექტების ფარგლებში სრულყოფილი და ჯეროვანი ანგარიშგება რეგიონალურ წარმომადგენელთან/ცენტრალურ ოფისთან;
  • შესაბამისი ინსტრუქციის საფუძველზე პროექტის საქმიანობებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულებების შესრულება.

ადგილობრივი წარმომადგენელი ანგარიშვალდებული იქნება შესაბამისი რეგიონის კოორდინატორთან და ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხების ცოდნა და ინტერესი;
  • საარჩევნო საკითხების ცოდნა (უპირატესობა) ;
  • არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა);
  • კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • უპარტიობა და მიუკერძოებლობა.

შენიშვნა: პოზიცია არ წარმოადგენს მუდმივ სამუშაოს და ადგილობრივი წარმომადგენლის დასაქმება ხორციელდება პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების და კონკრეტული ვადების მიხედვით. აღნიშნული საქმიანობის შეთავსება შეუძლიათ დასაქმებულ პირებს, მათ შორის სტუდენტებს, გარდა საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეებისა, თუ ხელი არ შეეშლებათ ადგილობრივი წარმომადგენლის საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებაში. 

ანაზღაურება: პროექტების და განხორციელებული საქმიანობის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და მოკლე სამოტივაციო წერილი (ქართულად) ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: hr@isfed.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და შესაბამისი მუნიციპალიტეტი/ოლქი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა  2024  წლის 04 თებერვალი. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.



ორგანიზაციის შესახებ:

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:  საარჩევნო პროცესების გაუმჯობესება, მოქალაქეთა უფლებების დაცვა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციისა და საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ უზრუნველყოფს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობას განურჩევლად კანდიდატის ეთნიკური წარმომავლობის, რასის, კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობისა.