2012 საპარლამენტო

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები განცხადება - უბნების დახურვა და კენჭისყრის დღე



„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1271 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორისაა, ასევე, 73 მობილური ჯგუფი.

,,სამართლიანი არჩევნები’’ არჩევნების დღის დაკვირვებას  ხმების პარალელურ დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის საფუძველზე ახორციელებს. დამკვირვებლები გადანაწილებულნი არიან სტატისტიკურად მყარი, წარმომადგენლობითი და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იდენტიფიცირებულ   საარჩევნო   უბნებზე,   რაც   მიღებული   სტატისტიკური   მონაცემების მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადების და არჩევნების დღის მთლიანი პროცესის ზუსტი და  ყოველმხრივი  შეფასების  საშუალებას  იძლევა.  გარდა  შემთხვევითად  შერჩეული უბნებისა, „სამართლიანი არჩევნები“, ასევე, აკვირდება სპეციალურ უბნებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში.

“სამართლიანი  არჩევნებს“  გააჩნია  არჩევნებზე  დაკვირვების  გამოცდილება  1995  წლიდან.
2003 წლიდან კი ორგანიზაციას განხორციელებული აქვს ყველა სადამკვირვებლო მისია ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიის საფუძველზე.

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და ამ დროისათვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.



ძირითადი დასკვნები

პარალელური  ხმების  დათვლის  მონაცემების  ანალიზის  საფუძველზე  შეგვიძლია დავასკვნათ, რომ   კენჭისყრის დღემ ჩაიარა უმეტესწილად მშვიდ გარემოში, ცალკეული ექსცესების ფონზე. უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების  დაცვით  მიმდინარეობდა.  დღევანდელი  დღის  მნიშვნელოვან  ხარვეზად შეიძლება ჩაითვალის ის ფაქტი, უბნების 6%-ზე მარკირების პროცედურების  არასათანადოდ განხორციელდა. აღნიშნული პროცედურა არჩევნების გაყალბების თავიდან აცილების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს.

საქართველოს მასშტაბით, უბნების 97%-ზე ამომრჩევლებს პროცედურების შესაბამისად რეგისტრატორები ყოველთვის სთხოვდნენ ხმის მიცემისათვის აუცილებელ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას. უბნების 3% შემთხვევაში საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციას არ თხოვდნენ ცალკეულ ამომრჩევლებს; 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებით, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას რეგისტრატორები ყოველთვის ითხოვდნენ უბნების 98%-ის შემთხვევაში.

უბნების 97%-ზე ყოვეელთვის ხდებოდა მარკირების შემოწმება კანონით დადგენილი წესისამებრ, ხოლო უბნების 3%-ზე მარკირება არ შეუმოწმდა ცალკეულ ამომრჩეველს.  2008 წელს მარკირება ყოველთვის მოწმდებოდა 94% უბნების შემთხვევაში.

უბნების 97%-ზე ბიულეტენები ყოველთვის მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით, ხოლო უბნების  3%-ზე  დაფიქსირდა  ბიულეტენების  დაუმოწმებლობის  ცალკეული  შემთხვევები;
2008 წელს ბიულეტენები ყოველთვის მოწმდებოდა უბნების 98%-ის შემთხვევაში.

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, უბნების 93%-ზე ამომრჩევლებს მარკირება ყოველთვის უკეთდებოდათ სპეციალური მარკირების სითხის მეშვეობით. 6% უბნებზე ცალკეულ ამომრჩევლებს მარკირება არ გაუკეთდათ. აღნიშნული მაჩვენებლები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იგივე იყო.

საარჩევნო უბნების 98%-ზე არ დაფიქსირებულა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა, ხოლო უბნების 2%-ე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა. 2008 წელს ხმის მიცემის ფარულობა დაცული იყო უბნების 91%-ის შემთხვევაში.

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების 96%-ზე ადგილი არ  ჰქონდა ზეწოლისა თუ მუქარის ფაქტებს, მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა უბნების 4%-ის შემთხვევაში.

საღამოს 8 საათისთვის უბნების 99% შემთხვევაში ამომრჩეველთა რიგი უბანთან არ ფიქსირდებოდა, ან რიგში მდგომ ამომრჩევლებს მიეცათ კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება.

„ქართული  ოცნების“    წარმომადგენლები  საარჩევნო  პროცესებს  აკვირდებოდნენ  უბნების
93%-ის შემთხვევაში; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები  - უბნების 90%-
ზე;  „ქრისტიან-დემოკრატიული  მოძრაობის“  წარმომადგენლები  უბნების  80%-ზე,  ხოლო
 
„ახალი მემარჯვენეები“ დაკვირვებას აწარმოებდნენ უბნების 64% შემთხვევაში. დანარჩენი პარტიებიდან ყველა, ან რომელიმე მათგანი დაკვირვებას ახორციელებდა უბნების 81%-ზე.



დარღვევები

ამ დროისათვის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 50 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია  33 საჩივარი.

წარმოგიდგენთ, ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

 დაკვირვების ხელშეშლის 2 ფაქტი - ბათუმის #49 და დიდუბის #26 უბნებზე;

 არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე  - 2 შემთხვევა - მცხეთის #27 და ოზურგეთის #23 უბნებზე

 არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 2 შემთხვევა - ფოთის #33 და ქობულეთის #1 უბნებზე

 სიებთან დაკავშირებული პრობლემების 3 ფაქტი - დიდუბის #26, საჩხერის #19 და ბათუმის #21 უბნები

 საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 10 ფაქტი -
მარნეულის #11, კრწანისის #4, ქედის #22, დიდუბის #1, საბურთალოს #21, ქუთაისის
#95, გურჯაანის #41, ჩოხატაურის #20,  ფოთის #30 და მცხეთის #18 უბნებზე,
რომელთაგან რიგ შემთხვევებში დარღვევები აღმოიფხვრა.

 საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობისა და მასალების დაზიანების ფაქტი გარდაბნის
#25 უბანზე.

 უბანზე აგიტაციის 2 შემთხვევა - ბოლნისის #62 და გლდანის #54 უბანზე.

ასევე, თეთრიწყაროს #5, დმანისისი #7, ასპინძის #17, ვაკის #80 უბნებზე აღინიშნა სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები.


1 ოქტომბერი, 2012 წელი  22:30