არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება წამებისდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით
არასამთავრობო ორგანიზიების უმნიშვნელოვანესი მოთხოვნები პენიტენციალურ სისტემაში წამების და არაადამიანური მოპყრობის სისტემურ ფაქტებთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, ისევე როგორც ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარების თაობაზე დღემდე სათანადო რეაგირებისგარეშერჩება.
არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ მოითხოვენ თანამდებობები დატოვონ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურმა, რომელთა თანამდებობაზე ყოფნის დროს ფორმალური და არაეფექტური გამოძიებების პირობებში წახალისდა და სისტემურ პრობლემად იქცა პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყობის ფაქტები. ამ პირთა მიერ თანამდებობის შენარჩუნების შემთხვევაში, შეუძლებელია გვქონდეს ეფექტური და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებისა და დამნაშავეთა დასჯისგონივრული მოლოდინი.
ამასთან, კვლავაც მოთხოვთ გამოძიებამ შეისწავლოს მაღალი თანამდებობის პირთა ბრალეულობის საკითხი. ვინაიდან სისტემაში არსებული პრობლემები სათავეს მრავალი წლის წინ იღებს, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს სასჯელაღსრულების სისტემისყოფილი ხელმძღვანელებისსისხლისსამართლებრივი საკითხიც.
არაეფექტური გამოძიებების უამრავი მაგალითი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მთავარი პროკურატურის მიერ არც ამჯერად მოხდება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო გამოძება. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, მთავარი პროკურატურის სისტემის ფარგლებში არასათანადო მოპყრობის ფაქტების
გამოძიების მანდატი და პასუხისმგებლობა დაეკისროს ერთ კონკრეტულ საზოგადოებრივ პროკურორს, რომელიც ისარგებლებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და რომელიც მის დაქვემდებარებაში არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით მოახდენს მხოლოდ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას. ამასთან, საზოგადოებრივი პროკურორის კანდიდატურის დასახელების საშუალება უნდა მიეცეთსამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ამას გარდა, გამოძიების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოებრივ პროკურორთან შეიქმნას იურისტებითა და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოახდენს პატიმრების ინტერვიურებას, მტკიცებულებების შეგროვებას და მათ მიწოდებას საზოგადოებრივი პროკურორისთვის. ამავდროულად, ამავე კომისიამ მონიტორინგი უნდა გაუწიოს გამოძიების მიმდინარეობის პროცესსაც. მხოლოდ ამ მექანიზმების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ვიფიქროთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესაბამის და ადეკვატურ გამოძიებაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში შესაბამის პირთა პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ეფექტური გამოძიების საკითხების პარალელურად, სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს წამების მსხვერპლთა და მათი ოჯახების
წევრთა დაცვისა და რეაბილიტაციისპროცესს.
აუცილებელია გატარდეს ზომები წამების მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც ასევე ხელს შეუწყობს გამოძიების ეფექტურად და ობიექტურად წარმართვას. გამოძიება უნდა წარიმართოს მათ და მათი ოჯახების მიმართ მიყენებული ფსიქოლოგიური ტრავმის გათავლისწინებით. პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრთა შემდგომი ტრავმატიზაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ ძალადობის მსხვერპლი პატიმრების ვინაობის გასაჯაროვებას და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ამოცნობადი კადრების გავრცელებას.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი საქართველოს მთავრობის მიერ არ გადადგმულა ნაბიჯები წამების მსხვერპლთა გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარებისა და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, რაც ყოვლად გაუმართლებელია. აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს წამების მსხვერპლთა და მათი ოჯახების წევრთა სამედიცინო და ფსიქო-სოციალური დახმარებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესი, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. საჭიროდ მიგვაჩნია წამების მსხვერპლთა და მათი ოჯახების წევრთა ფიზიკურ და ფსიქიკური ჯანმრთელობაზე ზრუნვა და შესაბამისი პროგრამების განხორციელება დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შესაბამისი სასერვისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
და ბოლოს, საზოგადოებრივი ინტერესისა და პატიმართა ოჯახის წევრთა შორის არსებული პანიკის პირობებში, აუცილებელია საზოგადოების მუდმივი და აქტიური ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასა და სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების თაობაზე. ამასთან, მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროსგენერალური ინსპექციისადამიანისუფლებათა დაცვისსამმართველოს ანგარიში, რომელსაც უშუალოდ ევალება თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი, აგრეთვე წამების, არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯისფაქტებისგამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.