2012 საპარლამენტო

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, პრესკონფერენცია გამართეს


გვსურს, გამოვეხმაუროთ ამა წლის 19 სექტემბრის პრეზიდენტის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. პრეზიდენტის განცხადებით, მკაცრად უნდა დაისაჯოს პატიმრების წამებაში უშუალოდ ჩართული რამდენიმე პირი და უნდა გატარდეს გარკვეული ზომები პენიტენციურ სისტემაში, რაც ამ ეტაპზე დროებით ღონისძიებად გულისხმობს პატრულის თანამშრომელთა შეყვანას სასჯელაღსრულების ძირითად დაწესებულებებში. რაც
მიგვაჩნია, რომ გაჟღერებული ზომები არ არის საკმარისი და პროპორციული რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის იმ შემზარავ და სისტემურ ფაქტებზე, რომლის თვითმხილველიც საზოგადოება ბოლო დღეების განმავლობაში გახდა. ჯერ კიდევ არ დამდგარა იმ მაღალი თანამდებობის პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელთა სახელებიც უშუალოდ უკავშირდება პენიტენცურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის მასიურ შემთხვევებს. აღნიშნულ საკითხებზე ყურადღება არ გაუმახვილებია არც საქართველოს პრეზიდენტს. ასევე, გამოძიება არ დაინტერესებულა იმ თანამდებობის პირების ბრალეულობის საკითხით, რომლებიც თავად იყვნენ ჩართული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში ან გულგრილად ეკიდებოდნენ დაკისრებულ პასუხისმგელობას და რეაგირებისგარეშე ტოვებდნენ არსებულშემზარავშემთხვევებს.
უფრო მეტიც, პრეზიდენტის განცხადების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებების დროებითი ზედამხედველობა ფორმალურად დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელის სახელი უშუალოდ უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის მეთოდების დამკვიდრებას და ადამიანის უფლებების უხეშდა მასიურდარღვევებს. აღნიშნულიდასტურდება სახალხო დამცველისანგარიშებით.
პირველ რიგში, მოვითხოვთ, ხელისუფლება სრული პასუხისმგებლობით მოეკიდოს არსებულ ვითარებას და გაატაროს ადეკვატური და პროპორციული ზომები. აუცილებელია დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რათა მათ არ მოახდინონ გავლენა გამოძიების მიმდინარეობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ გამოძიება ვერ ისარგებლებსსაზოგადოებისნდობით.
ამასგარდა, კვლავაც მოვითხოვთ:
-გამოძიება დაინტერესდეს დაკავებულ პირთა გარდა სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის სასჯელაღსრულების, პრობაბაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრალეულობის
საკითხით, რადგან, შეუძლებელია, ამგვარი სისტემური ხასიათის დანაშაულის არსებობისპირობებში,ესფაქტებიმათთვისცნობილიარ ყოფილიყო;
-უზრუნველყოფილ იქნეს იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და დაცვა, რომლებმაც გამოააშკარავეს წამების ფაქტები და მისი ამსახველი ვიდეო მასალა გახადეს საჯარო;
-ჩატარდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება არასათანადო მოპყრობის ყველა სხვა ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ამასთან, გამოძიება უნდა წარიმართოს ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობისპირობებში, რათაუზრუნველყოფილ იქნასსაზოგადოებისნდობა;
-უზუნველყოფილ იქნას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ალტერნატიულიმექანიზმებისდაშვება.