2013 საპრეზიდენტო

არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაცია

დღეს, 15 ოქტომბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის თაობაზე ისაუბრა, რომელსაც, ორგანიზაცია ტრადიციულად იყენებს არჩევნების დღის დაკვირვების დროს.

 „ხმების პარალელური დათვლა ეფუძნება სტატისტიკის საიმედო და დროში გამოცდილ პრინციპებს. ხმების პარალელური დათვლა შემთხვევით შერჩეულ უბნებზე ხორციელდება, დაკვირვების შედეგები წარმომადგენლობითია, რაც გულისხმობს იმას, რომ საარჩევნო უბნებიდან მიღებული ინფორაცია ასახავს არა მხოლოდ ამ უბნებზე მიმდინარე პროცესებს, არამედ მთელი ქვეყნის ვითარებას“, -  ამბობს ნინო ლომჯარია.

„ხმების პარალელური დათვლა ითვალისწინებს შემთხვევით შერჩეულ უბნებზე დამკვირვებლების მუდმივ  რეჟიმში, უბნის გახსნიდან შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე დასწრებას და ხმების დაკვირვების შედეგად  მოპოვებული მონაცემების სწრაფად გადაგზავნას მაღალი ტექნოლოგიების - მობილურის, ტესქტური შეტყობინების და მესამე თაობის ინეტრენტის -გამოყენებით.“ - აცხადებს ორგანიზაციის IT სპეციალისტი, ირაკლი ნასყიდაშვილი.

სტატისტიკური წესების თანახმად, თუ საარჩევნო ადმინისტრაციის, ან სხვა ფაქტორების ზეგავლენით არ მოხდა არჩევების დღის პროცესებში უხეში ჩარვა, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ამომრჩეველთა აქტივობა და შედეგები მნიშვნელოვნად არ უნდა განსხვავდებოდეს „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგად მოპოვებული მონაცემებისგან. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის საფუძველზე მიღებული შედეგები ცესკოს მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ შედეგებს ემთხვეოდა.

2013 წლის 27 ოქტომბერს,  „სამართლიანი არჩევნები“ საპრეზიდენტო არჩევნებს 1000-მდე  უბნის დამკვირვებლის, 73 ოლქის დამკვირვებლის, 73 მობილური ჯგუფის მეშვეობით დააკვირდება.