2013 საპრეზიდენტო

წინასაარჩევნო პერიოდის მესამე ანგარიში (5 - 20 აგვისტო)

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს 2013 წლის 5 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს.

ორგანიზაციის შეფასებით, კამპანიის დაწყებიდან დღემდე საარჩევნო დარღვევები, ძირითადად, ერთეული შემთხვევებით შემოიფარგლება და მასიურ ხასიათს არ ატარებს. მესამე ანგარიშში „სამართლიანი არჩევნები“ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მედია გარემოს მხრივ გამოკვეთილ პრობლემატურ საკითხებსა და რამდენიმე საყურადღებო ფაქტზე. თავის შეფასებაში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ, საანგარიშო პერიოდი მშვიდ გარემოში წარიმართა და განსხვავებით წინა პერიოდისგან, ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. 



ISFED Third Pre-Election Report - GE

ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს NDI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.