2013 საპრეზიდენტო

წინასაარჩევნო პერიოდის პირველი ანგარიში (1-19 ივლისი, 2013)

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) წარმოგიდგენთ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველ ანგარიშს, რომელიც მოიცავს 1 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით პერიოდს. „სამართლიანი არჩევნები“ დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.

ორგანიზაცია მონიტორინგის პროცესში ხელმძღვანელობს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით, რაც პროცესის სრულყოფილად, ობიექტურად და გამჭვირვალედ დაკვირვებას გულისხმობს.

ანგარიში მოიცავს ინფორმაციას კამპანიის ოფიციალურად დაწყების დღიდან დღემდე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების დროს გამოვლენილ ხარვეზებზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით არსებულ რისკებზე, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლა/მუქარის შემთხვევებზე, პოლიტიკური პარტიების/კანდიდატების წინასაარჩევნო საქმიანობის შეხვედრებზე, საარჩევნო სიებზე.







სამართლიანი არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველი ანგარიში

ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს NDI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.