'სამართლიანი არჩევნების' კვლევის პრეზენტაცია: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის ანალიზი, საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციები'
29 იანვარს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” კვლევის – --_“ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსის პროექტის ანალიზი, საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციები“ გამართა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი არა მარტო პოლიტიკური, არამედ საზოგადოების ფართო წრის განხილვის და დებატების საგანი გახდა. ამ მიზეზით ორგანიზაციამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა და უკეთ გაეცნო საზოგადოებისთვის ის საკითხები, რომელიც დისკუსიის საგანი გახდა.
“სამართლიანი არჩევნები” ეხმაურება აღნიშნულ კანონპროექტს და აფიქსირებს თავის პოზიციას და რეკომენდაციებს ახალი კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე.
“ჩვენი რეკომენდაციები ემყარება საერთაშორისო პრაქტიკას, იმ ქვეყნების გამოცდილებას თვითმმართველობების რეფორმების კუთხით, რომელთაც ეტაპობრივად მოახდინეს სოციალისტური და საბჭოთა სისტემის გარდაქნა დემოკრატიული თვითმმართველობის ფორმად და რომელთა გამოცდილებაც ყველაზე ახლოსაა ჩვენ რეალობასთან. რეკომენდაციები, ასევე განიხილავს შემოთავაზებული ცვლილების შესაბამისობას „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან“,-ამბობს ნინო ლომჯარია, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
პრეზენტაციაზე გაიმართა დისკუსია მოწვეულ სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის თვითმმართველობის რეფორმისა და უახლოს წლებში განსახორციელებელი ცვლილების შესახებ.
პრეზენტაციაზე დისკუსია თვითმმართველი ერთეულების ზრდასა და დაკომლექტებაზე ასევე, მათი აღმასრულებელი ორგანოს პირდაპირი წესით არჩევასა და უნდობლობის გამოცხადების თემაზე გაიმართა. დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საგანი თვითმმართველი ერთეულების ფინანსური დამოუკიდებლობა და ქონების განკარგვა იყო. საუბარი შეეხო საშტატო ერთეულების შემცირებასა და ასევე სამხარეო და საზოგადოებრივ თვითმმართველობას.