2014 ადგილობრივი თვითმმართველობა

'სამართლიანი არჩევნების' სადამკვირვებლო მისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე

2014 წლის 12 ივლისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე „სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს ყველა (28) საარჩევნო ოლქში, ხმის პარალელური დათვლის (PVT) მეთოდის გამოყენებით. „სამართლიანი არჩევნები“ საოლქო საარჩევნო კომისიებში მიავლენს 740-მდე სტატიკურ დამკვირვებელსა და 32 მობილურ ჯგუფს. კერძოდ: 
 350 სტატიკური დამკვირვებელი განთავსდება თბილისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე;
 4 თვითმმართველ ქალაქში (რუსთავი, მცხეთა, გორი, ოზურგეთი) და 7 მუნიციპალიტეტში (ხონი, ბაღდათი, ტყიბული, თერჯოლა, ლანჩხუთი, ხულო, ახმეტა) „სამართლიანი არჩევნები“ ყველა (390) საარჩევნო უბანზე იქნება წარმოდგენილი;
 დარჩენილ 7 საარჩევნო ოლქში (ბათუმი, ფოთი, ქობულეთი, თელავი, ყვარელი, მარტვილი, თიანეთი) „სამართლიანი არჩევნები“ მხოლოდ მობილურ დაკვირვებას განახორციელებს. 


არჩევნების მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID), საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ (OSGF). ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ამერიკელი ხალხის, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ან ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს შეხედულებებს.