2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში
არჩევნების მეორე ტურის გამოცხადებასთან ერთად ოპოზიციური პარტიის კანდიდატები სხვადასხვა ოლქში მათი მხარდამჭერებისა თუ კოორდინატორების მიმართ ზეწოლის და დაშინების ფაქტებზე საუბრობენ. მხარდამჭერების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელებისა და მმართველი პარტიის აქტივისტების მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე ძირითადად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატებმა გაავრცელეს.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების - 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის - 8; სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების - 1, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის - 2 შემთხვევას. წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა 2 ფაქტი, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ.
საგულისხმოა ისიც, რომ კენჭისყრის დღეს, 8 ოქტომბერს ზუგდიდისა და მარნეულის საარჩევნო ოლქების 3 უბანზე ძალადობრივი ფაქტები დაფიქსირდა რამაც მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს ნეგატიური ფონი შეუქმნა.
ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძოა არ გამოხატავდეს USAID-ის, აშშ მთავრობის შეხედულებებს.