„არა ფობიას“განცხადება პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატის რასისტულ განცხადებას ეხმაურება
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას პატრიოტთა ალიანსის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა მამალაძის მიერ 23 აგვისტოს მედია-კავშირ “ობიექტივის” ეთერში გაკეთებული რასისტული განცადების გამო. კერძოდ, მან განაცხადა:
ზაზა მამალაძე, პატიოტთა ალიანსი: „აი, საბურთალოზე, ჩვენთან, იქ გავლა აღარ მინდა რაა. რატო არ მინდა იცით? იმიტომ, რომ ამ სამედიცინო ინსტიტუტის გადამკიდე, თუკი ვინმე შავი იყო დედამიწის ზურგზე, ყველა იქ ჩამოვიდა, რაა... არ შეიძლება, რომ ჩამოდიან უგამოცდოდ ღებულობენ აქ იმეებს, რაა. ეგ როგორ არის, როგორ ხდება?! და აღარ მინდა აქ ესე გავლა და ამიტომ, მე... ადრე იყო სიმღერა რა, რაცა „ყარს, ყარს, ყადიდარარირი..." ახლა არის საბურთალოზე იგივე მდგომარეობა. ამას ჩვენ მივხედავთ რა, ისე კი არა რო ვინმე, გაუმარჯოს ყველას თავის ერაყში და ინდოეთში და იმაში კაცო, მე ჩემი ქალაქი და ჩემი ქვეყანა დამანებეთ! როგორმე მივხედავ რაა!"
მიგვაჩნია, რომ პოლიტიკოსთა საჯარო სიცრცეში გაკეთებული მსგავსი განცხადებები ხელს უწყობს საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაჩენას და გაძლიერებას, რაც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებათა წესრიგს, რომელიც დეკლარილებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული უნივერსალური საერთაშორისო დოკუმენტებით.
შემაშფოთებელია, როცა პოლიტიკური პარტია ამომრჩეველთან კომუნიკაციისას კაპიტალიზაციას სიძულვილის ენაზე და შეუწყნარებლობაზე ახდენს, ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსირება იმ საკითხებზე მოახდინოს, რაც საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მოქალაქეებისთვის პრობლემატურია.
ქართულ პოლიტიკურ დისკურსში სიძულვილის ენის პრობლემაზე ყურადღება ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) საქართველოს შესახებ მეხუთე ციკლის ანგარიშშიც არის გამახვილებული. პატრიოტთა ალიანსის მხრიდან სიძულვილის ენის გაღვივებაზე მედიის შინაარსობრივი მონიტორინგიც მიუთითებს.
მოვუწოდებთ პატრიოტთა ალიანსს და მის ცალკეულ წევრებს, უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე და წინასაარჩევნო კამპანიისას თვითრეგულირების ფორმატში რეაგირება მოახდინონ შეუწყნარებლობის ნებისმიერ გამოვლინებაზე, რათა ცალკეული ჯგუფების მიმართ შეუწყარებლობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და ელექტორალური შედეგის მიღწევის საშუალებად არ აქციონ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
კავშირი საფარი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი
LGBT საქართველო
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)