2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების I შუალედური ანგარიში
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების გრძელვადიან წინასაარჩევნო დაკვირვებას 24 ივლისიდან ორგანიზაციის 70 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში მოიცავს ძირითადად ა/წ 24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარება 24 ივლისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა