ISFED წინასაარჩევნო აგიტაციის ფაქტებზე ცესკოს საჩივრით მიმართავს
ყვარელსა და ბათუმში წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე, „სამართლიანი არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციას ორი საჩივრით მიმართა.
პირველ შემთხვევაში
საქმე ეხება ყვარლის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის ხელმძღვანელის, ქეთევან ჭიპაშვილის
ფეისბუქ პოსტს, რომელიც მან სამუშაო საათებში გამოაქვეყნა. ის ქართული ოცნების ყვარლის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატს ღიად უჭერს მხარს რესურსცენტრისა და ყვარლის
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სახელით. ფეისბუქ პოსტშიროსტომ სესიაშვილის ფოტოსურათია მიბმული, ასევემისი ბიოგრაფია და კანდიდატის მხარდამჭერი მოწოდებები.
ქეთევან ჭიპაშვილის, როგორც საჯარო მოხელის მონაწილეობა აგიტაციაში, სამუშაო საათებში, წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ საჯარო მოხელისთვის დადგენილ ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპს. გარდა ამისა, რესურსცენტრის ხელმძღვანელის მხრიდან საჯარო სკოლების სახელით გაკეთებული განცხადება, შესაძლოა აღქმული იქნას, როგორც საკუთარი სამსახურეობრივი პოზიციის გამოყენება და პედაგოგებისთვის ინსტრუქცია არჩევნებზე მხარი დაუჭირონ სესიაშვილს. საარჩევნო კანონმდებლობის აღნიშნული დარღვევისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გულისხმობსპირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
მეორე შემთხვევაში, საქმე ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც ოფიციალური ფეისბუქ გვერდი გამოიყენა წინაასარჩევნო აგიტაციისთვის. კერძოდ, სამინისტრომ
12 სექტემბერს, გამოაქვეყნა პარტია ქართული
ოცნების აჭარის ა/რ მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები. ფოტოებში გამოყენებულია პარტიის სიმბოლიკა, დროშა
და ლოგო. გარდა ამისა, სამინისტროს გვერდმა გაავრცელა ამავე ღონისძიების წინასაარჩევნო
კამპანიის ამსახველი ვიდეორგოლი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ეწინააღმდეგება ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალურ ორგანოთა ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის პრინციპს.
სამართლიანი არჩევნები მიიჩნებს, რომ მსგავსი მიდგომით შეუძლებელი ხდება ზღვრის გავლება სამინისტროს საქმიანობასა და პარტიულ აქტივობას შორის, რაც წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევას. ამ შემთხვევაშიც, კანონი სამართალდამრღვევის 2000 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.