2023 შუალედური/რიგგარეშე

„სამართლიანი არჩევნები” შუალედურ / რიგგარეშე არჩევნებს დააკვირდება

2023 წლის 1 ოქტომბერს გორსა და კასპში საქართველოს პარლამენტის შუალედური, ხოლო გურჯაანში მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის 103 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების) გამოყენებით ჩატარდება. 
 
2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა ჩატარდეს, ამდენად, კიდევ ერთხელ მათი პრაქტიკაში გამოცდა მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 1 ოქტომბერს შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე დაკვირვებისას აქცენტს სწორედ ელერონული ტექნოლოგიებით ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურებზე გააკეთებს.