2024 საპარლამენტო

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში (1 ივნისი - 26 აგვისტო)

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე – 27 აგვისტოს დაიწყო, თუმცა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (შემდგომ „სამართლიანი არჩევნები“) წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, უფრო ადრე, 2024 წლის 1 ივნისს, დაიწყო. 25 ივნისს ორგანიზაციამ წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა.[1]

წინამდებარე ანგარიში მოიცავს 1 ივნისიდან ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე (27 აგვისტო) მიმდინარე საარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგებს. ანგარიშში მიმოხილულია არსებული პოლიტიკური კონტექსტი, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ზოგიერთი ასპექტი, პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი, არაოფიციალური საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, მედიაგარემო და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი სხვა ძირითადი ტენდენციები.

 

დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ

 

[1] „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასება“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, წვდომილი 2024 წლის 24 აგვისტოს, https://www.isfed.ge/geo/2024-saparlamento/2024-tslis-saparlamento-archevnebis-tsina-periodis-garemos-shefaseba