რა უნდა იცოდეთ, სანამ საპარლამენტო არჩევნებში მისცემთ ხმას
ვირჩევთ 150 დეპუტატს, სრულად პროპორციული სისტემით, 4 წლის ვადით.
საქართველოს მოქალაქეები 18 წლის ასაკიდან მონაწილეობენ არჩევნებში და ფარული კენჭისყრით ირჩევენ პარლამენტის შემადგენლობას.
ამომრჩევლებმა ბიულეტენზე სასურველი პოლიტიკური პარტიის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე უნდა გააფერადონ.
საარჩევნო ბარიერი 5%-ია. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც მიიღებენ. პარტიულ სიაში კანდიდატების რიგითობას პოლიტიკური პარტიები განსაზღვრავენ. პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ითვლება შემდეგნაირად:
პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.
თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე ბარიერგადალახული პარტიები