რეგისტრაციის მისამართის ცვლილება
საქართველოში ამომრჩეველი ხმას აძლევს რეგისტრაციის (იურიდიული) მისამართის მიხედვით. თუ თქვენი იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები განსხვავებულია და არჩევნებში ფაქტობრივი მისამართის მიხედვით გსურთ ხმის მიცემა, რეგისტრაციის მისამართის შეცვლა შესაძლებელია.
ამისათვის იუსტიციის სახლში უნდა წარადგინოთ განაცხადი ონლაინ (იუსტიციის სახლის ვებგვერდის დახმარებით) ან ფიზიკურად.
მისამართის ცვლილებისთვის არ გიწევთ ID ბარათის გამოცვლა. პროცედურა არის უფასო.
გაითვალისწინეთ, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების მოთხოვნა შესაძლებელია 8 ოქტომბრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იუსტიციის სახლს ნომერზე: 2 405 405
*ლამინირებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მისამართის ცვლილების შემთხვევაში უნდა აიღოთ ID ბარათი. ამ შემთხვევაში ID ბარათის აღება ფასიანია.