პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა
Black Sea Trust for Regional Cooperation-ის ფინანსური და “სამართლიანი არჩევნების“ ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში 11-12 ივნისს გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო განათლების ვორკშოპების კურსდამთავრებული ახალგაზრდა ლიდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კურსდამთავრებულებისთვის მიეცა საშუალება ერთმანეთისთვის გაეცნოთ პროექტში მონაწილეობის შედეგად დაგროვებული წარმატების ისტორიები. იმ კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში თავიანთ მუნიციპალიტეტებში მცირე საგრანტო ინიციატივები განახორციელეს სხვებს გაუზიარეს წარმატებული პრაქტიკა, ისაუბრეს განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების, ნასწავლი გაკვეთილების შესახებ. მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის გზები.
ასევე, შეხვედრის ფარგლებში „ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ივანე ჩხიკვაძემ ისაუბრა საქართველოს პერსპექტივაზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მომხსენებლისთვის დაესვათ შეკითხვები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.