თვითმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით
2017 წლის განმავლობაში „სამართლიანი არჩევნები“ახორციელებდა პროექტს “თვითმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციამ, პარტნიორი ადგილობრივი ორგანიზაციების დახმარებით, ჩაატარა შეხვედრები ახალგაზრდა ამომრჩევლებთან, ეთნიკური უმცირესობების ქალებთან, და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მოხელეებთან.
საერთო ჯამში, შეხვედრებს დაესწო 1700-ზე მეტი თვითმმართველობის მოხელე ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში; 450-მდე სტუდენტი ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ახალქალაქის, თელავის და გორის უნივერსიტეტებიდან; და 250-მდე ქალი ახალქალაქის, მარნეულის და პანკისი რაიონებიდან.
შეხვედრებზე სტუდენტები, რომელთათვისაც 2017 წლის არჩევნები პირველი არჩევნები იყო, გაეცნენ არჩევნების პროცედურებს და მის მნიშვნელობას; ეთნიკური უმცირესობის ქალებს ტრენერები ესაუბრნენ არჩევნების მნიშვნელობაზე და არჩევნებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე; ხოლო თვითმმართველობის მოხელეებთან შეხვედრებზე განხილული იყო ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ გამოყენების და უფლებამოსილებების გადაჭარბების მაგალითები წინასაარჩევნო პერიოდში და არამარტო.
პროექტის ფარგლებში ISFED-მა მოახდინა დაინტერესებული მხარეების მოწვევა დისკუსიაზე „შშმ პირთათვის ინკლუზიური წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა“, სადაც განხილული იქნა რამდენად მოიცვა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებმა და პროგრამებმა შშმ პირთა საჭიროებები.
აგრეთვე, პროექტის ფარგლებში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „ინკლუზიური საარჩევნო გარემო“, რომელზეც განხილული იქნა პოლიტიკური პარტიების საქმიანობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირების ჩართულობის მიზნით.
პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: