2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის შემაჯამებელი ანგარიში
მოცემული ანგარიში მოიცავს 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო
პერიოდში განხორციელებულ საქმიანობებს. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის,
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (შემდეგში „სამართლიანი არჩევნები“) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია მოიცავდა და ფარავდა საქართველოს 75 საარჩევნო ოლქს. „სამართლიანი არჩევნების“ ოლქის დამკვირვებლები მუშაობდნენ ძირითადად სამი მიმართულებით. ესენია:
1. საარჩევნო ადმინისტრაციის მონიტორინგი სამივე დონეზე
2. ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების პროცესის მონიტორინგი
3. წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი, ამომრჩევლებზე ზეწოლა, მოსყიდვა დაშინების ფაქტები