ანგარიშები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის I შუალედური ანგარიში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივნისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში, ძირითადად, მოიცავს 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.