ანგარიშები

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წისაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის I შუალედური ანგარიში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივნისიდან ახორციელებს.  მონიტორინგი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.  „სამართლიანი არჩევნები“ სამართლებრივ კონსულტაციასა და დახმარებას უწევს იმ პირებს, რომლებიც, მიმდინარე საარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური  ნიშნით უფლებათა დარღვევის მსხვერპლები გახდნენ. იურიდიული დახმარება ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში მოიცავს 2021 წლის 3 აგვისტოდან  30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 3 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი. 

 

დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ