ანგარიშები

ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ

ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების დოკუმენტირების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების 11-მა ორგანიზაციამ მოამზადა ანგარიში: „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიში ეფუძნება ინფორმაციასა და მტკიცებულებებს, რომლებიც ავტორებმა მოიპოვეს საჯარო წყაროებიდან, ინტერვიუებიდან და საქმის მასალებიდან.

ანგარიში მოიცავს ისეთ დარღვევებს, როგორებიცაა:

  • სისტემური წამება: საპოლიციო ძალადობის ანატომია;
  • წამების შედეგად გამოწვეული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი;
  • შეკრების დაშლის და სპეციალური საშუალებების გამოყენების უკანონობა და მათი პროპორციული გამოყენების პრინციპის დარღვევა;
  • დემონსტრანტთა წინააღმდეგ გამოყენებული უცნობი ქიმიური ნივთიერებები;
  • ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა;
  • თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა;
  • ადმინისტრაციული დაკავება, როგორც პროტესტის დაშლისა და მონაწილეთა დასჯის მექანიზმი;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მართლმსაჯულება - რეპრესიის მექანიზმი დემონსტრანტების წინააღმდეგ;
  • სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი პრობლემები;
  • რეპრესიები საჯარო სამსახურში;
  • მართლმსაჯულების სისტემის დანაშაულებრივი კოორდინაცია პარტიის ინტერესებისთვის;
  • აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სისტემური დანაშაულების ფასადური გამოძიება;
  • საკანონმდებლო ხელისუფლების თვითნებობა და პასუხისმგებლობა;

 

დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ