განათლების სამინისტროს რესურსცენტრების და საჯარო სკოლის თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებით სამსახურიდან გათავისუფლების შემსწავლელი კომისიის ანგარიში
მოცემულ ანგარიშში განხილული საკითხიდან და კომისიის საქმიანობის საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კომისიამ წარმატებით გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მასშტაბურ, რთულ და უპრეცენდენტო საქმეს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მისი შექმნა გამართლებული იყო.
მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე რამდენიმე რეკომენდაცია შევიმუშავეთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს მსგავსი სახის ინსტიტუტის შექმნის შემთხვევაში, თუმცა, სასურველია, რომ დემოკრატიული განვითარების გზაზე მდგომ ქვეყანაში არ წარმოიქმნას ასეთი ორგანოს შექმნის საჭიროება:
> დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისი წევრების მიუკერძოებლობა და კვალიფიკაცია;
> თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისაგან;
> უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და არ უნდა იყოს დაკავშირებული სტრუქტურულად ან ფინანსურად რომელიმე საჯარო დაწესებულებასთან;
> სასურველია, მისი წევრები მუშაობდნენ სრულ განაკვეთზე;
> მისი საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს მასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე.