ანგარიშები

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების სოციალური მედიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში

სოციალური მედიის ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო წყაროდ გარდაქმნის პარალელურად, ბოლო წლებია, არჩევნების ერთ-ერთ მთავრ გამოწვევას მავნე აქტორების მიერ, სხვადასხვა სტრატეგიისა და ტაქტიკების გამოყენებით, ამომრჩეველთა მანიპულაცია წარმოადგენს. 2018 წლიდან სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სოციალური მედიის ღია წყაროების გამოყენებით, ცდილობს კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიების იდენტიფიცირებას, მანიპულაციური ტაქტიკებისა და სტრატეგიების მხილებას, ამომრჩეველთა ინფორმირების გზით დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდას და საქართველოში ყველაზე პოპულარული პლატფორმის - ფეისბუქის ინფორმირებას ძირითადი მიგნებების შესახებ.

დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ