ანგარიშები

ოპოზიციური უმრავლესობის მქონე მუნიციპალიტეტების საკრებულოების მუშაობაზე დაკვირვება

2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. ეს მუნიციპალიტეტებია: თვითმმართველი ქალაქები - რუსთავი და ბათუმი, თვითმმართველი თემები - ზუგდიდი, სენაკი, მარტვილი, ჩხოროწყუ და წალენჯიხა. ჩამოთვლილ თვითმმართველ ერთეულებში, მართალია, მმართველმა პარტიამ ვერ მოიპოვა მანდატების უმრავლესობა, თუმცა ეს ვერ მოახერხა ცალკე აღებულმა ვერცერთმა ოპოზიციურმა პარტიამაც. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პარტიებს შორის თანამშრომლობისა და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას უკავშირდება, მათ შორის, თანამდებობის პირების არჩევის საკითხებზე.

 

 დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ