ანგარიშები

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანია Facebook-ზე

ანგარიში მოიცავს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და კენჭისყრის დღის, 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, პერიოდში ფეისბუქზე პოლიტიკური პარტიების ოფიციალური გვერდების აქტივობისა და კამპანიის რაოდენობრივ და თვისებრივ ანალიზს. კერძოდ, გაანალიზებულია არჩევნებში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების მთავარი ოფიციალური ფეისბუქგვერდების გამომწერთა და გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა, პოსტების სახეები და შინაარსი, ინტერაქცია, პოზიტიური და ნეგატიური კამპანია, ძირითადი გზავნილები და პროგრამული პრიორიტეტები.